დღეს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დელეგაცია ჩავა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დელეგაციის წევრები ისრაელელ კოლეგებს შეხვდებიან და ომის შემდგომი პერიოდზე ისაუბრებენ. დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი, ფილიპ გორდონი უხელმძღვანელებს. შემადგენლობაში ასევე კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ილან გოლდენბერგი და სხვა პირებიც იქნებიან. აღნიშნული დელეგაცია ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ცაჰი ჰანეგბის, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს, რონ დერმერს და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამავდროულად, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ღაზას სექტორში მყოფი მძევლების მონახულებას ითხოვს. დღეს, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, სავარაუდოდ, ეგვიპტესა და ღაზას სექტორში ჩავა, რათა „ჰამასის“ მძევლების საკითხი განიხილოს.