იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ასევე შემცირდება პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული რეფორმა პარტიათა შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელს შეუწყობს და სამართლიან საარჩევნო გარემოს შეინარჩუნებს. როგორ აფასებენ ამ პროექტს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები.