აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში სამ კომერციულ ხომალდზე თავდასხმები განხორციელდა, რის შემდეგაც აშშ-ის სამხედრო ხომალდმა სამი დრონი ჩამოაგდო.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკული USS Carney ხომალდების დასახმარებლად, რომლებსაც 15 ქვეყანასთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან აქვს კავშირი, მას შემდეგ ჩაერთო, რაც მათ იემენის იმ ტერიტორიებიდან დაესხნენ თავს, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები აკონტროლებენ. ორ გემს რაკეტები მოხვდა, მაგრამ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ჰუსიტების პრესსპიკერის მტკიცებით, მათი სამხედრო-საზღვაო ძალები ისრაელის ორ გემს დაესხა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ გემებს ისრაელთან კავშირი არ ჰქონიათ. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ თავდასხმებმა გემების ეკიპაჟების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და რომ ეს თავდასხმები საერთაშორისო ვაჭრობისა და საზღვაო უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ამ თავდასხმების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა განახორციელეს, სრულად არის მინიჭებული ირანის მიერ“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაში.