. საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ორბელიანების სასახლეში აღნიშნულ პირებს უმასპინძლა - ისინი ხელმოწერების კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.