აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს. მისი თქმით, ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ოსტინის განცხადებითვე, ამერიკელ ხალხს კარგად უნდა ესმოდეს უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობის შესახებ.