ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. მისი თქმით, მოგების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ჰამასი საბოლოო და სრული განადგურებაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, ისრაელის სამხედროები "სრული ძალით" დაუბრუნდნენ ბრძოლას. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაათვალიერა ღაზა ჰაერიდან და სასაზღვრო ზონა ხმელეთიდან. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევის შედეგებს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა "ძალიან შთამბეჭდავი" უწოდა.