საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მშობიარობის კუთხით ქვეყანაში ცუდი ტენდენცია შეინიშნება. ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მშობიარობების საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემების რისკს ქმნის. ჯანდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. მოთხოვნითი საკეისრო კვეთის ჩატარებისას კი ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება.