ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის თქმით, საქართველო სერიოზულად უდგება კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და ქვყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის, წელს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო. ღარიბაშილის თქმით, მტკიცედ უჭერს მხარს კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.