აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით თითოეული ქვეყანაა შეფასებული. ანგარიშში საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორად არის დასახელებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც.