ორი კვირა ევროსაბჭოს საბოლოო პასუხამდე - მმართველი პარტიის წარმომადგენლების განაცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ოფიციალურად გასაჯაროება, რომელიც ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას ეხება, საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მოხდება. მეტიც ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, მომდევნო წლის ბოლოს 9-ვე დათქმა სრულად იქნება შესრულებული. თუმცა ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებს, ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს სამოქმედო გეგმა.