„მოსადმა“ ზავის აღდგენის შესახებ კატარში მოლაპარაკებები გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, კატარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები, ქალებისა და ბავშვების გარდა, მძევლების სხვა კატეგორიების პოტენციურ გათავისუფლებას შეეხებოდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ზავის ახალი პარამეტრები, რომელიც ბოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან განსხვავდება.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 105 მძევალი გაათავისუფლა.