1-კვირიანი სამშვიდობო ზავის ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები განახლდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორში საჰაერო იერიში 400-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს. მათივე ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მეჩეთზე, რომელსაც პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“, ოპერაციულ შტაბად იყენებდა. ჯარების სამიზნეს „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა და საბრძოლო მასალის საცავები წარმოადგენდა. "ჰამასის“ დაქვემდებარებაში ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ პალესტინაში 178 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. 1 ნოემბერს "ჰამასსა" და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, თუმცა, ზავის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები კატარში გრძელდება.