მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ექიმების ჯგუფთან ერთად, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სახლში კირბალის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ჯაფარიძემ ეს ინიციატივა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გინტურის ოჯახის წევრებთან ერთად მიიღო. მედიკოსები ჰუმანიტარული მისიით კირბალში 3 დეკემბერს ჩავლენ. ექიმების ჯგუფს, საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ვაჟა გაფრინდაშვილი შეუერთდა.