ფოთის საკრებულოს ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. ცხვიტარიას თქმით, მას ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება არ აპატიეს. მისივე თქმით, ახალმა თავმჯდომარემ პარტია გაანადგურა და გაანახევრა. "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ხომერიკი კი აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიას განსხვავებული აზრის მიმართ მიუღებლიბა აქვს და სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარეს და თანაფრაქციელებს შეურაცხყოფას აყენებს.