რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
„ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს“, - განაცხადა ნიინისტომ.
„მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არა მხოლოდ ფინეთში, არამედ ევროპაშიც იწვევს. ეს შეიძლება უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.