უსამართლობას თვალს არ გავუსწორებ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა. როგორც მან ჟუნალულისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ლევან ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება არ აპატიეს.მისივე თქმით, ახალმა თავმჯდომარემ პარტია გაანადგურა და გაანახევრა. "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ხომერიკი აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიას განსხვავებული აზრის მიმართ მიუღებლიბა აქვს და სოციალურ ქსელებში 10 თვეა პარტიის თავმჯდომარეს, თანაფრაქციელებს შეურაცხყოფას აყენებს.