შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.