1. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. მისი თქმით, ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშარები არიან, რადგან გულწრფელი საუბრის ეშინიათ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეუთო-ს მინისტერიალიდან გაიქცა, მაშინ როდესაც თავად არსად გაქცეულა. ლავროვი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს. მისივე თქმით, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.