ღაზის სექტორში ომის გაგრძელებაში ირანი ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ნასერ ყანაანის განცხადებით, აგრესიის და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისრაელსა და აშშ-სთან ერთად კიდევ რამდენიმე მთავრობას ეკისრება, რომლებიც მხარს აპართეიდულ რეჟიმს უჭერენ. მისივე თქმით, სიონისტური არმიის მიერ წამოწყებული თავდასხმების მთავარი მსხვერპლიმშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები არიან.