საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტი მწერლის ოჯახს პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ესტუმრა და ჯილდო პირადად გადასცა.