ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს რომ დარჩიაშვილის გამოსვლის შინაარსი ეუთოს რიგით 30-ე მინისტერიალზე რუსეთის მიმართ ნაკლებად მწვავე იყო. კრიტიკას არ იზიარებს მმართველი პარტია. ოცნების გუნდის აზრით, დარჩიაშვილის გამოსვლა რეალობის ამსახველი იყო. ამ თემაზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.