14 დღე ევროსაბჭოს საბოლოო პასუხამდე - კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე 2 კვირით ადრე ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში, საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ ღიადაა დარჩენილი. პარალელურად მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შინაარსი, რომელიც ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას ეხება, კვალავ გასაიდუმლოებულია. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ სამოქმედო გეგმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. კიდევ რა წერია ევროპული საბჭოს გაფართოების პროექტში და როდის გახდება ცნობილი მთავრობის სამოქმედო გეგმის შინაარსობრივი ნაწილი, მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგავცნობს.