გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ ელჩს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროკურორმა რობინ დანგანს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები გააცნო და უწყების განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც. შეხვედრის ბოლო, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.