მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა, რაც ევროკომისიაშია გადაიგზავნა, თუმცა მმართველ გუნდს ამ გეგმის შინაარსობრივი ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებული აქვს. ოპოზიცია „ოცნებას“ აკრიტიკებს და ამბობს რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქმედო გეგმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაქყვეყნოს. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ, რათა ევროკომიის დათქმები სრულყოფილად შესრულდეს.