სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე ისაუბრა. ქართული ოპოზიციის შეფასებით, დარჩიაშვილის, როგორც თავად ამბობენ, „შეცვლილი რიტორიკა“ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის დამსახურებაა. გარდა ამისა, მინისტრის გამოსვლა მმართველმა პარტიამ მოიწონა.