უკრაინაზე რუსი ოკუპანტების თავდასხმა გრძელდება. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა საჰაერო იერიში რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე მიიტანეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიებზე 1 სარაკეტო და 71 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 80-ჯერ დაესხნენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. რუსულმა ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებიც გამოიყენეს, მათი უმრავლესობა უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა. გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც, ქვეყნის თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.