ოპოზიცია მმართველი პარტიისგან სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ რა წერია იმ დოკუმენტში, რომლითაც ევროკომისიის 9 დათქმა უნდა შესრულდეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ოცნება რეკომენდაციების ბოლომდე მისაყვანად ქმედით ნაბიჯებს ისევ არ დგამს. გეგმის გამოქვეყნებამდე მმართველი პარტია ირწმუმება, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა არ აქვთ იმედი რომ სამუშაო პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება. მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დიდი ალბათობით მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც ხელისუფლება გეგმის შესახებ ევროკოკისიის შეფასებას მოისმენს. თემის დეტალებზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.