ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივების მცდელობების ფონზე, ღაზაში საომარი მოქმედებები არ გაგრძელდება. სამშვიდობო ზავის გახანგრძლივებას მხარს უჭერს „ჰამასიც“. ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, მძევლების გაცვლის შედეგად მათ ტაილანდის 4 და ისრაელის 6 მოქალაქე დაიბრუნეს, რომლების 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობში იმყოფებოდნენ. The Times of Israel-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ იერუსალიმში სროლა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაშავდა. იერუსალიმის პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილის განეიტრალება ადგილზევე მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის პარლამენტის წევრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზად არის ომის გაგრძელებისთვის.