ვენახების კადასტრისა და ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების ანგარიშების წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მეღვინეობის დარგის, ასევე განათლების სფეროს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კადასტრის პროგრამა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ასრულებს, ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. რაც შეეხება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა „მევენახე-მეღვინეს“, ის ამჟამად 3-მ კოლეჯში ტარდება და 2016 წლიდან დღემდე ის 46-მა სტუდენტმა დაამთავრა. ამჟამად აღნიშნული პროგრამით კიდევ 20-ი სტუდენტი სწავლობს.