ოპოზიცია ისევ იმ გეგმის გასაჯაროებას ელოდება, რომელიც ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მმართველ პარტიას ისევ მოუწოდებს, რომ სამუშაო ჯგუფები რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას. ამავდროულად, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.