საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, "ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები და ბიომრავალფეროვნების კუთხით დანაკარგი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო ამ გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივად მუშაობენ. მისივე განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პრიორიტეტები სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას მოიცავს, რაც ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.