თელავის რაიონული სასამართლოში დღეს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის სხდომა მიმდინარეობს. მოზარდი ოქტომბრის დასაწყისში, სოფელ ლამბალოში, 27 წლის მამაკაცმა მოკლა. რამდენიმე თვით ადრე, მან მოკლული მოზარდი იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. დაკავებულ მამაკაცს, მკვლელობის გარდა, სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, მათ შორისაა არასრულწლოვანის გაუპატიურება, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. საერთო ჯამში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 5 ადამიანია დაკავებული, მათ შორისაა არასრულწლოვანი გოგოს დედაც.