შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებმა კახეთში, სოფელ თულარში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაააკავეს.- გამოძიების ინფორმაციით, იაგუბ ხეირ ხაბაროვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი ადგილზე მოკლა. დაჭრილი ქალი ამ დრომდე კლინიკაშია. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.