ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა. კითხვაზე: ფიქრობს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი ოდესმე კვლავ შეუერთდება ევროკავშირს? - ურსულა ფონ დერ ლაიენს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ შეცდომების გამოსასწორებლად შესაბამისი ნაბიჯები სწორედ მომავალმა თაობამ უნდა გადადგას. შეგახსენებთ, 20160-ტ წელს ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევიდა.