რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ ბევრი მოთხოვნაა. სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება, დაესწრება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტერიალს, ლავროვის შესაძლო მონაწილეობის გამო, ბოიკოტი გამოუცხადეს.