ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. რომ იმ რეფორმებით, რომელსაც უკრაინა ახორციელებს გაოცებულია. მისი თქმით, სამუშაო პროგრამაზე და სტრუქტურაზე კონკრეტული შეთანხმება არსებობს, რათა ალიანსი შემდგომი რეფორმების განხორციელებაში დარწმუნებული იყოს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების განხორციელების ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამაც წარადგინა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ნატო“ და უკრაინა ერთად მუშაობენ და გადაწყვეტილებებს, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კიბერთავდაცვის შესახებ ერთობლივად იღებენ.