71 დევნილი ოჯახისთვის მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობა დასრულდა. ასევე დღესვე სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა. სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.