ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა - პარტიის პოლიტსაბჭოს სიას კიდევ 20 ადამიანი დაემატა, რომელთა შორის არიან ისინიც, ვინც ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პარტიული მუშაობის მიღმა დარჩნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები აღიარებენ რომ რამდენიმე თვის წინ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტებისას შეცდომები დაიშვა, თუმცა ფიქრობენ რომ ახლა სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების დროა. მიწვევის მიუხედავად, ერთობის მანიფესტზე მიერთებასა და პოლიტსაბჭოში დაბრუნების სურვილს ამ ეტაპზე არ გამოთქვამს ნიკა მელია. საკითხზე უფრო ვრცლად მერაპ პაპაშვილი ისაუბრებს.