საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ვარკეთილი სამის მეორე მიკრო რაიონის ტერიტორიაზე, ზღვის მიმდებარედ, გამწვანების აქცია ჩატარდა და ახალი ნერგები დაირგო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც უკვე მრავალი წელია, რაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, კვიპაროსების, ფიჭვების და კედრების ახალი წყება მიემატა. ჯანდაცვის პროგრამა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება - ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყოველწლიურად თამბაქოს პროდუქტების წარმოებისთვის 600-ი მილიონი ხე იჭრება, რაც ტყეების ფართო მასშტაბით განადგურებასა და გაუდაბურებას იწვევს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტყეების გაშენების ტენდენცია უწყვეტ ტრადიციად იქცეს. აქციის ორგანიზატორებს, თბილისის მერიის „ეკოსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ. მათი დახმარებით, სანერგე ორმოები მომზადდა და აქციის მონაწილეების მიერ დარგული ნერგები ჭიგოებზე დამაგრდა.