ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულების სხვა საკითხები განიხილეს. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო მზადა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.