მთავრობის მიერ შემუშავებული 9 დათქმის შესრულებისთვის სამოქმედო გეგმა, შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რას გულისხმობს შინაარსობრივად ეს გეგმა. აღნიშნული ფაქტი ოპოზიციისთვის კვლავ კითხვის ნიშნებს აჩენს. ისინი მოითხოვენ მმართველი გუნდისგან, რომ სამოქმედო გეგმის შინაარსობრივი ნაწილი რაც შეიძლება გასაჯაროვდეს. ოპოზიციაში ასევე სამოქმედო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხსაც აქტიურად განიხილავენ.