პრეზიდენტის ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ თელავის ახლაგაზრდობა შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა 15 არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენელსაც. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის მედიაცენტრი” მასპინძლობდა. პრეზიდენტი შეხვდა ახალგაზრდებს ყვარელშიც. სალომე ზურაბიშვილი ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვინილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებმაც ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარდაჭერა ხელმოწერით გამოუცხადეს. ღონისძიებას არ დასწრებია ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც პრეზიდენტმა მიმართვაში თქვა, ადგილობრივი მმართველობის ამ ნაბიჯით, გაოგნებულია.