განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან მასწავლებლების აქცია გაიმართა. პედაგოგები ხელფასების მატებას 2024 წლიდან ითხოვენ, ასევე აპროტესტებენ დირექტორთა არჩევნებს, რადგან თვლიან, რომ პროცესი პოლიტიკური ნიშნით და კანონდარღვევით მიმდინარეობს. მასწავლებლები გიორგი ამილახვარს მიმართავენ, მათთან შეხვედრა დააორგანიზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.