ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეალობა უცვლელია, პარტია კვლავ ორად გაყოფილია და აზრთა სხვადასხვაობაა. დღის წესრიგში პარტიის წევრების ნაწილის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა დგას, რომელსაც ნიკა მელიას გუნდიც იზიარებს. ის ფორმა რომლითაც, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა, ნაციონალური მოძრაოიბის წევრების ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. გუშინვე ოპოზიციურმა პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ საბოლოო წერტილი დაუსვა ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხს და თემა დაუხურლად გამოაცხადა. არც ყოფილი და არც მოქმედი თანმჯდომარე ჯერჯერობით მედიასთან არ ჩანან. როგორია საკითხზე მხარეთა პოზიციები ხატია სამხარაძე გვეტყვის.