კანონის უზენაესობის ცენტრმა, ნიდერლანდების საელჩოს „მატრა“ პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშის თანახმად, ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მართულებით ჩვენს ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა. გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნები ვერ აიდენტიფიცირებენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და არ იციან, ვის მიმართონ დასახმარებლად. ანგარიში სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და ექსპერტებს წარედგინა.