პრეზიდენტის ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ყვარლის ახლაგაზრდობა შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილი ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვინილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებმაც ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარდაჭერა ხელმოწერით გამოუცხადეს. ღონისძიებას არ დასწრებია ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც პრეზიდენტმა მიმართვაში თქვა, ადგილობრივი მმართველობის ამ ნაბიჯით, გაოგნებულია. სალომე ზურაბიშვილის სიტყვას, ახალგაზრდებთან ერთად, ყვარელში აშშ-ის ელჩიც ისმენდა.