„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ამავე პარტიის წევრი და საკრებულოს დეტუტატი, გოგა ონიანი გამოეხმაურა. ის პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხაბეიშვილს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს ნამდვილად სჭირდება. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დაადასტურა, რომ ყოფილი თავმჯდომარე - ნიკა მელია პარტიის რიგებში აღარ ირიცხება.