საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერებთან შეხვედრის დროს ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საზღავარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც განათლებას უცხო ქვეყანაში იღებენ საკუთარი ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ.