ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა ისრაელელმა მძევალმა დატოვა. მათ შორი 3-ი წლის ტყუპი ბავშვებიც არიან. საერთო ჯამში, მიღწეული შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 50-ზე მეტი ისრაელელი გაათავისუფლა. საპასუხოდ კი ისრაელმა საპატიმროებიდან 33 პალესტინელი გამოუშვა. ამასთან, ორშაბათს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომობილები შევიდა. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ მხარეებმა 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 2 დღით გაახანგრძლივეს.