2024 წლის ბიუჯეტს მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განიხილავენ. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს მხარს დაუჭერენ.მომავალი წლის ბიუჯეტი 28,5 მილიარდი ლარია. ხარჯვითი ნაწილი საბოლოო ვერსიაში 165 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. დამატებით 15 მილიონი გამოყოფილია სტიქიით დაზარალებული გურიისთვის . ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.